ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსს სელამი ალთინოქს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
გიორგი გახარიამ და სელამი ალთინოქსმა შეხვედრაზე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმის, ორგანიზებული და სხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.