შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2014 წლის თებერვალი 294 043 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 0.8 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 613 542 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,3%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 230 696 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 37,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,6%);
ბ) ტრანზიტი - 100 921 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 16,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 38%);
გ) სხვა - 281 925 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 46%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -4%).
2014 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-24,7%), აზერბაიჯანიდან (+20,6%), სომხეთიდან (+16%), რუსეთიდან (+31%), უკრაინიდან (+48,4%) და ირანიდან (-36%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან (ჯამური +17%), საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–თებერვალშიც გამოირჩნენ პოლონეთი, ლიტვა, იტალია და ლატვია (შესაბამისად, 145%, 24%, 22% და 16%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (20%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსის მოქალაქეები 51%–იანი მატებით.
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები. 2014 წელი, თებერვალი