2014 წლის 4 მარტს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს ეწვივნენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლები, ბატონი მარის დომინსი და ბატონი ვიქტორ ბრანდტი.
სტუმრები მიიღო დეპარტამენტის დირექტორმა, ბატონმა ზვიად ქაწაშვილმა და დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.
შეხვედრის მსვლელობისას სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები გაეცნენ დეპარტამენტის ფუნქციებს, ამოცანებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებულ კანონმდებლობას, დეპარტამენტში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. შეხვედრის დასასრულს, დეპარტამენტის დირექტორმა ბატონმა ზვიად ქაწაშვილმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.