შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2017 წლის ოქტომბრის თვე 607 989 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 15,2 %-ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 6 430 824 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,8%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 3 042 907-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28%- ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის ოქტომბრის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 259 313 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 19,9%);
ბ) ტრანზიტი - 151 806 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,9%);
გ) სხვა - 196 870 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 32,4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,5%).
2017 წლის ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+12,7%), აზერბაიჯანიდან (+9,1%), რუსეთიდან (+30,3%), თურქეთიდან (+2,4%), უკრაინიდან (-2,3%) და ირანიდან (+76,8%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბერშიც გამოირჩნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიტვა და იტალია (შესაბამისად 40%, 30%, 29%, 21%, 17% და 17%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (36%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (75%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელარუსი (28%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 25%-იანი ზრდა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები (2017 წელი, ოქტომბერი)