შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, მრავალშვილიან დედას - ეკატერინე ერაძეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დედის დღე პირადად მიულოცა, თაიგული გადასცა და წარმატებები უსურვა.
შს მინისტრის გადაწყვეტილებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქალები დედის დღესთან დაკავშირებით სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებისგან გათავისუფლდნენ.
შსს-ს რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებმა, ასევე, დედის დღე მიულოცეს თავიანთ თანამშრომელ ქალბატონებს და თაიგულები გადასცეს.