112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციები

ადმინისტრაციის უფროსი:

- კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

- ახორციელებს ადმინისტრაციის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, წყვეტს ადმინისტრაციის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, ანაწილებს საკურატორო სფეროებს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს შორის და პასუხისმგებელია ადმინისტრაციაზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

- მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის სტრუქტურას, საშტატო განრიგს, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის, აგრეთვე ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობების განაწილების წესს;

- ზედამხედველობს ადმინისტრაციის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ადმინისტრაციის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;

- საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მინისტრს ადმინისტრაციის მოსამსახურეთა კანდიდატურებს;

- ამტკიცებს ადმინისტრაციის სამუშაო გეგმებს;

- კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ბრძანება);

- სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა ადმინისტრაციის ამოცანების შესასრულებლად;

- კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს ადმინისტრაციის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

- მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს (არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

- ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს მინისტრს ანგარიშს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

- მინისტრის ბრძანების შესაბამისად კოორდინირებას და კონტროლს უწევს სამინისტროში მინისტრის ბრძანებებისა და დავალებების შესრულებას, აგრეთვე ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

- ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, ასევე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (არსებობის შემთხვევაში) ცალკეულ დავალებებს.