ვიდეოკამერები
დანაშაულის პრევენციისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართულია 5439 ვიდეოკამერა, მათ შორის 1849 ნომრის ამომცნობი, ხოლო 3590 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვიდეოკამერების განთავსების ადგილზე დამონტაჟებულია საგზაო გამაფრთხილებელი აბრები, რათა ვიდეო კონტროლის თაობაზე წინასწარ მოხდეს მძღოლების ინფორმირება.
სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამომცნობი ე.წ „ჭკვიანი“ვიდეოკამერები
შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში, დანაშაულისა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ეფექტური პრევენციისა და საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით 2017 წლის 1 ნოემბრიდან, ავტომატიზებულ რეჟიმში ამოქმედდა „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების სისტემა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ავტომატურად დააფიქსიროს 5 ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კერძოდ:
-
შუქნიშნისწითელფერზეგავლა;
-
ორმაგიღერძულახაზისგადაკვეთა;
-
მუნიციპალურიტრანსპორტისზოლშიმოძრაობა;
-
მოძრაობისსაწინააღმდეგომიმართულებითგადაადგილება;
-
დაშვებულისიჩქარისგადაჭარბება.
სექციურისიჩქარისკონტროლი
სექციური სიჩქარის კონტროლი გულისხმობს, ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე ავტოსატრანსპორტო საშუალების საშუალო სიჩქარის განსაზღვრას. დღეისათვის, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ამოქმედებულია 360 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, რის საფუძველზეც კონტროლდება 1434კმ. სიგრძის საავტომობილო გზა.
ზოგადი ხედვის ვიდეოკამერები
იმ ლოკაციებზე, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სიმრავლისა და მრავალფეროვნების გამო, შეუძლებელია ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა დიფერენციაცია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფიქსაცია ხორციელდება ზოგადი ხედვის ვიდეოკამერების გამოყენებით, ცენტრის ოპერატორების მიერ, 24 საათის განმავლობაში.
სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არმქონეავტომობილებისფიქსაცია
2019 წლიდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ბაზაზე დანერგილი პროგრამული სერვისის საფუძველზე შესაძლებელი გახდა იმ ავტროსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების დაფიქსირება, რომელთაც არ გაუვლიათ სავალდებულო პერიოდული ტექნიკურიინსპექტირება.
აღნიშნული სისტემის საშულებით, ამოცნობილი ყოველი სანომრე ნიშნის გადამოწმება ავტომატურად ხორციელდება შსს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზასთან და დარღვევის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად აფიქსირებს სამართალდარღვევას.
აღნიშნული სამართალდარღვევა ფიზიკური პირებისათვის ითვალისწინებს ჯარიმას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 200 ლარის ოდენობით.
ვიდეოკამერებით დაფიქსირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღსრულების წესი
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის დაფიქსირებისთანავე, პირს დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება. საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
-
თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის ვიდეოჯარიმას, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
-
ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვიდეოჯარიმის ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს საჯარიმო ქვითარი განმეორებით ეგზავნება;
-
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარიმო ქვითარს საჯაროდ აქვეყნებს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.police.ge
-
საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჩაბარებულად მიიჩნევა;
-
ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი.