შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში იანის ზლამეტსს შეხვდა.
შეხვედრაზე ლატვიის ელჩმა საქართველოს შს მინისტრს ვიზალიბერალიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები მიულოცა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს შს სამინისტროს როლს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით შესრულების პროცესში.
თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შს მინისტრმა და ლატვიის ელჩმა ორი ქვეყნის სამართლდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.
გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა კრიმინალური პოლიციის რეფორმირებისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარების პროცესში ლატვიის მხარის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
შს მინისტრი ლატვიის ელჩს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრის შესახებ ესაუბრა. გიორგი მღებრიშვილმა იანის ზლამეტს შსს-ს აკადემიის მიერ დაგეგმილი საერთაშორისო ტრენინგების პროექტიც გააცნო, რომლის ფარგლებში, რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან ერთობლივი სწავლებები განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ერთიანი მიდგომების შემუშავებას და პარტნიორ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებას.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და იანის ზლამეტსმა ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის და შინაგან საქმეთა მინისტრის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი განიხილეს.