საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის „არასრულწლოვანთა გაჯანსაღების შესახებ“ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაცვლითი პროგრამა ამოქმედდა.
„არასრულწლოვანთა გაჯანსაღების შესახებ“ მემორანდუმის და გაცვლითი პროგრამის მიზანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, არასრულწლოვანთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამართალდამცველის პროფესიის პოპულარიზება.
ქართველი ბავშვები ბელარუსში გაემგზავრნენ, ბელარუსიდან კი საქართველოს არასრულწლოვანთა ჯგუფი ორი კვირით ესტუმრა. საქართველოში სტუმრად მყოფმა არასრულწლოვნებმა სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, პროგრამის ბოლოს კი ქუთაისიზ, მცხეთია და თბილისია კულტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
ბელარუსია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. გასულ წელს, ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრების ლიკვიდაციისას ბელარუსიამ საქართველოს ავიაციით, ტექნიკური და ადამიანური რესურსით უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია. ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებულია მემორანდუმები საპოლიციო საგნმანათლებლო, ოპერატიული და არასრულწლოვანთა გაჯანსაღების ურთიერთთანამშრომლობის კუთხით.