შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ყველანაირი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით.