საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, გიორგი გახარია უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა.
შეხვედრაზე უსაფრთხოების სექტორში არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ახლადშექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობას.
გიორგი გახარიამ, დისკუსიის მონაწილეებთან, ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ექსპერტული წრეების ჩართულობისა და მათთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ეს პირველი შეხვედრაა, რომელიც, გიორგი გახარიამ ექსპერტებთან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის რანგში გამართა.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.