საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, გიორგი გახარია უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა.
შეხვედრაზე უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.
გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახლად შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობას.
გიორგი გახარია დისკუსიის მონაწილეებს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ექსპერტების ჩართულობისა და მათთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ეს პირველი შეხვედრაა, რომელიც გიორგი გახარიამ ექსპერტებთან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის რანგში გამართა.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.