112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

ევროკავშირი

ევროკავშირთან თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ინსტრუმენტების მეშვეობით. შსს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ სამინისტროს კომპეტენციის სფეროში შემავალი საკითხების განხორციელებას.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა მიმდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული "პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების" (PCA) ფარგლებში, რომელსაც ხელი მოეწერა 1996 წელს და ძალაში შევიდა 1999 წელს.

2010 წლის 15 ივლისს, ქ. ბათუმში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები. 2013 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის ფარგლებში მოხდა ასოცირების შეთანხმების პარაფირება. ძალაში შესვლის შემდეგ, ასოცირების შესახებ შეთანხმება ჩაანაცვლებს "პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებით მნიშვნელოვნად გააღრმავებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკომონიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს.


ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:

http://www.eu-integration.gov.ge/