112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

აღმოსავლეთ პარტნიორობა


"აღმოსავლეთ პარტნიორობის" (Eastern Partnership-EaP) ინიციატივა მოიცავს ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებთან - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი - სხვადასხვა სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივი ხასიათიდან გამომდინარე, EaP-ის ფარგლებში თანამშრომლობა დაყოფილია ოთხ პლატფორმად, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის 4 თემატურ სფეროს განსაზღვრავს. შსს-ს კომპეტენციაში შემავალი საკითხები განსაზღვრულია I პლატფორმის (დემოკრატია, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა) ფარგლებში. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის შეთანხმებით, პერიოდულად მუშავდება თითოეული პლატფორმის ორწლიანი სამუშაო პროგრამა.

2012-2013 წლების I პლატფორმის სამუშაო პროგრამის თანახმად შსს-ს კომპეტენციაში შემავალი საკითხებია:

  • საზღვრის ინტეგრირებული მართვა;
  • სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა;
  • კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
  • ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება;
  • ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობა.