112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

ევროპული სამეზობლო პოლიტიკა (ENP)

სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში (ENP), საქართველოსა და ევროკავშირს შორის მოქმედებს სამოქმედო გეგმა (ENP AP), რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა სფეროში დასახულ მიზნებს. მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმა გათვლილი იყო 2006-2011 წლებზე, მისი მოქმედება გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ახალი სამოქმედო გეგმის შეთანხმებამდე.


ENP AP შსს კომპეტენციის სფეროში შემავალი საკითხები:

  • საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში შესაძლებლობების გაუმჯობესება, უწყებათშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება;
  • სხვადასხვა სფეროებში სამართალდამცავთა მუდმივი ტრეინინგი;
  • ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და აღნიშნულ საკითხებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა;
  • რეგიონალური თანამშრომლობის განმტკიცება, თანამშრომლობის ინიციატივებში მონაწილეობის უზრუნველყოფა, მათ შორის საზღვრის მართვის სფეროში;
  • ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.