112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

საქართველოში ვიზიტის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის

2014 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოში შემოსულ უცხოელთა საყურადღებოდ

უცხოელებს, რომლებიც ახალი კანონის ძალაში შესვლამდე შემოვიდნენ საქართველოში შეუძლიათ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, შემოსვლის დროს არსებული წესის შესაბამისად. თუმცა, თუ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ისინი დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, ხელახლა შემოსვლისას მათზე გავრცელდება ახალი კანონის მოთხოვნები.

ახალი რეგულაციების მიხედვით საქართველოში ყოფნის ვადის (90 დღე ნებისმიერ 180- დღიან პერიოდში) ათვლა დაიწყება საქართველოში 2014 წლის 1 სექტემბრის შემდეგ პირველი შემოსვლიდან, ხოლო ძველი წესების მოქმედებისას საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დღეები არ ჩაითვლება.

2014 წლის 1 სექტემბრის შემდეგ საქართველოში შემოსვლის მსურველ უცხოელთა საყურადღებოდ

უცხოელებს, რომლებიც ფლობენ 2014 წლის 1 სექტემბრამდე გაცემულ საქართველოს მოქმედ ვიზას, უფლება აქვთ აღნიშნული ვიზის საფუძველზე შემოვიდნენ საქართველოში.

2014 წლის 1 სექტემბრის შემდგომ პირველადი შემოსვლის დროს, ძველი წესების მოქმედებისას საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის დღეები არ ჩაითვლება.

საქართველოში გამომგზავრების წინ მიზანშეწონილია გაეცნოთ „სავიზო ინფორმაციას“.

საქართველოში ვიზიტის დასაგეგმად შეგიძლიათ ისარგებლოთ „საქართველოში ვიზიტის დაგეგმვის კალკულატორით“.

საჩივრის ელექტრონული ფორმა