შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, მთავრობის წევრებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.
2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.