შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, ახმეტაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. სამართალდამცველების მიერ, ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 2005 წელს დაბადებული დ.ჭ.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ახმეტაში, მაღაზია "იოლის" მოლარე-კონსულტანტს პნევმატური იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დ.ჭ.-მ ყაჩაღური გზით მაღაზიიდან გაიტაცა ფული, სიგარეტის კოლოფები და მიიმალა.
პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ახმეტის მუნიციპალიტეტში დააკავა.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.