შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრუქტურული დანაყოფები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობენ ვერეს ხეობაში მიმდინარე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, სამაშველო, საძიებო და გაწმენდით სამუშაოებში. ასევე კოორდინაციას და ორგანიზებას უწევენ მოხალისეთა მუშაობას.
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად, ამჟამადაც განაგრძობენ მუშაობას სვანიძის ქუჩასა და „მზიურის“ ტერიტორიაზე.