შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩარ...
19-06-2015

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრუქტურული დანაყოფები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობენ ვერეს ხეობაში მიმდინარე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, სამაშველო, საძიებო და გაწმენდით სამუშაოებში. ასევე კოორდინაციას და ორგანიზებას უწევენ მოხალისეთა მუშაობას.

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები შსს-ს სხვა დანაყოფებთან ერთად, ამჟამადაც განაგრძობენ მუშაობას სვანიძის ქუჩასა და „მზიურის“ ტერიტორიაზე.