შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებები ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა აქციაში - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღეს მონაწილეობა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ მალანიამ, განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოს უფროსმა მამუკა სეფიაშვილმა და ამავე სამმართველოს 150-მდე თანამშრომელმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლი გაიღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებები ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს აქციაში, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებას ემსახურება. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.