შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ, გიორგი მღებრიშვილი ტაძრის ეზოში შეკრებილ მოქალაქეებს გაესაუბრა და მარიამობის დღესასწაული მიულოცა.