შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სლოვაკეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაკარგული ნივთები იპოვეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.
სლოვაკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - პეტრა კ. და მისი მეგობარი თიბორ დ. მიკროავტობუსით თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით მგზავრობდნენ. როდესაც მიკროავტობუსიდან ჩავიდნენ, ტრანსპორტში დარჩათ საფულე პირადი საბუთებით, 2 საკრედიტო ბარათი, სადაზღვევო პოლისი და სამგზავრო ბარათები, 2300 ევრო და 160 ლარი.
სამართალდამცველებმა დაადგინეს მიკროავტობუსი, რომლითაც სლოვაკი ტურისტები მგზავრობდნენ, დაკარგული ნივთები იპოვეს და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნეს.