შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების 150-მდე თანამშრომელმა საქველმოქმედო აქციაში "დარბის ყველა, დარბის მთელი მსოფლიო, დარბის საქართველო!" მიიღო მონაწილეობა.
საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად 5 კონტინენტზე, 35 ქვეყანაში გაიმართა. გარბენი ყოველწლიურად ტარდება და ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა დახმარებას ისახავს მიზნად. შს სამინისტროს თანამშრომლები საქველმოქმედო აქციაში მესამე წელია მონაწილეობენ.
საერთაშორისო მარათონი საქართველოში, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით მოეწყო.
საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული ფული სრულად გადაერიცხება კვლევის ფონდს. თანხა იმ სამეცნიერო კვლევებს მოხმარდება, რომელთა მიზანი ზურგის ტვინის დაავადებების განკურნებაა.