შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მალხაზ ჩ., 1990 წელს დაბადებული არსენ დ. და 1987 წელს დაბადებული ჯონი ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე „აი-ფი-ეს“-ის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს და აპარატში მოთავსებული 6 593 ლარის, აპარატის მცირე ზომის ფულის ტომრის და ქაღალდის ფულის მიმღები მოწყობილობის მოპარვას ცდილობდნენ.
პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მოთავსებული თანხა, ტომარა და ფულის მიმღები მოწყობილობა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).