შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე თანამშრომლობის ევროპული სააგენტოს (FRONTEX) მიერ ორგანიზებული ესკორტირების ტრენინგის დახურვის ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სწავლების მონაწილეებს „FRONTEX“ -ის სერთიფიკატები გადაეცათ.
სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
სწავლებაზე „FRONTEX“-ის ექსპერტებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, „FRONTEX“-ის რეგულაციები და ქცევის კოდექსი, თვითმფრინავის უსაფრთხოების შემოწმება და სხვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტრენინგის ბოლო დღეს პრაქტიკული სწავლება გაიმართა.