შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას და აქციაში – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მონაწილებს. ბავშვების დასახმარებლად, სისხლი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი–სამგორის სამმართველოს და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა გაიღეს.
აქციაში მონაწილეობის მიზანი დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკვე მეოთხე წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლს აბარებენ. აქციაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.