შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 100-მდე თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონში - „Wings for life world Run“.
შსს-ს წარმომადგენლები მარათონში შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში დამზადებული, ბრენდირებული მაისურებით მონაწილეობდნენ.
მასშტაბური გარბენი კახეთში წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა. მარშრუტი ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ გადიოდა.
საქველმოქმედო ღონისძიება, მსოფლიოს მასშტაბით, ერთდროულად 6 კონტინენტზე და 25 ქვეყანაში გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, Check in Georgia-ს ს ფარგლებში ჩატარდა.
საქველმოქმედო ღონისძიება მიზნად ისახავს ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა დახმარებას.
შს სამინისტრო ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. უწყების თანამშრომლები მსგავს ღონისძიებებში სისტემატურად მონაწილეობენ.