შსს-ს აკადემია ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა. რიყის პარკში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ „ევრო სოფელში“, სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობა განხორციელდა.
შსს-აკადემიამ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე იმიტირებული გამტარი პუნქტი მოაწყო, სადაც მოქალაქეები ეცნობოდნენ საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ პროცედურებს: საქართველოსთვის უვიზო ქვეყნების ჩამონათვალს; უვიზო ქვეყნებთან მიმართებაში ამოქმედებულ ახალ რეგულაციებს; სამგზავრო დოკუმენტების შემოწმებასა და მათი ნამდვილობის დადასტურებას; ქვეყნიდან გასვლის სავიზო რეგულაციების დადგენას; ქვეყანაში შემოსვლის ლეგალურ საფუძვლებს.
ევროპის დღეები, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, 7-25 მაისს, წელს მეხუთედ აღინიშნება.