შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს თანამშრომლები საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონს შეუერთდნენ
07-05-2017

შსს-ს თანამშრომლები საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონს შეუერთდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 100-მდე თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონში - „Wings for life world Run“.

შსს-ს წარმომადგენლები მარათონში შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში დამზადებული, ბრენდირებული მაისურებით მონაწილეობდნენ.

მასშტაბური გარბენი კახეთში წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა. მარშრუტი ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ გადიოდა.

საქველმოქმედო ღონისძიება, მსოფლიოს მასშტაბით, ერთდროულად 6 კონტინენტზე და 25 ქვეყანაში გაიმართა. წლევანდელი ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, Check in Georgia-ს ს ფარგლებში ჩატარდა.

საქველმოქმედო ღონისძიება მიზნად ისახავს ზურგის ტვინის დაავადების მქონე პაციენტთა დახმარებას.

შს სამინისტრო ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. უწყების თანამშრომლები მსგავს ღონისძიებებში სისტემატურად მონაწილეობენ.