შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა შალვა ბებიაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბულში გამართულ ძალისმიერი სპორტის ევროპულ ჩემპიონატზე იასპარეზა.
შალვა ბებიაშვილმა 110 კილოგრამიან წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძალოსანმა სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში ოქროს მედლები მოიპოვა.
ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.