შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები ქალაქ ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებში, სპორტსმენებისა და საორგანიზაციო ჯგუფის წევრების შემადგენლობით ქართული დელეგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მონაწილეობენ. აზერბაიჯანულმა მხარემ გამოთქვა სურვილი, უსაფრთხოების ზომების სრულყოფის მიზნით ღონისძიებაში საქართველოს მხარე ჩართულიყო.
პირველი ევროპული თამაშები ბაქოში 12-დან 28 ივნისამდე ჩატარდება და საქართველო ამ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაში 105 სპორტსმენით 17 სახეობაში იასპარეზებს. ოლიმპიადაში, სპორტის 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
„ბაქო 2015 პირველი ევროპული თამაშები“-ს გახსნის ცერემონიას საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დაესწრება.