შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ მალანიამ ავსტრიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე კარლჰაინც გორტანოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გეგმები და ისაუბრეს განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზე, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.