შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი "MIA FORCE"-ის მრბოლელი დათა ქაჯაია ევროპის ჩემპიონი გახდა. გამარჯვებულ ავტომრბოლელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს წარმომადგენლები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ.
დათა ქაჯაიამ პროფესიონალურ TC2T კლასში, ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატში (ETCC) ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.