შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, დიდუბის გამგეობა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აგრძელებენ. ახალგაზრდებმა დიღომში, ბელიაშვილის ქუჩის დასაწყისში, გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ზებრა-გადასასვლელი „3D“ ფორმატში მოხატეს.
ქვეითთა გადასასვლელს სტუდენტები, შს სამინისტროსა და დიდუბის გამგეობის თანამშრომლები ერთობლივად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხატავდნენ. ფერად „ზებრა“ გადასასვლელზე მათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სლოგანი - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ დაწერეს.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებმა და გამგეობის თანამშრომლებმა ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი „ზებრა“ გადასასვლელი უკვე მოხატეს.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.