შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კირცხის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ.
მეხანძრე-მაშველებმა მოზარდებს სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს, სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა გააცნეს და უსაფრთხოების შესახებ სასარგებლო რჩევები მისცეს. ბავშვებმა სიმულაციურ სწავლებაშიც მიიღეს მონაწილეობა. პროექტის მიზანი იყო სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება.
აღნიშნული სკოლა ასევე შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამაში „შენი გულისთვის - შენი უსაფრთხოებისთვის“ ჩაერთო. მოსწავლეებმა სკოლის კედელებზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე დამზადებული საინფორმაციო სტიკერები გააკრეს.