შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს რეგიონული ბაზები ჯანდარაში, რუსთავსა და წალკაში მოინახულა.
მერაბ მალანია სამმართველოს პირად შემადგენლობას შეხვდა და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. შს მინისტრის მოადგილემ ბაზებზე არსებული ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და ტექნიკა დაათვალიერა, ასევე, სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) ფარგლებში რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.