შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ივანე ზურაბაშვილმა ამავე დეპარტამენტის მესამე სამმართველოს ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.
თათბირის დასრულების შემდეგ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა 27 თანამშრომელს და 56 ვადიან სამხედრო მოსამსახურეს მიმდინარე წლის 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის შს მინისტრის მადლობისა და საპატიო სიგელები გადაეცათ.