შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე და შს სამინისტროს თანამშრომლები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონულ ბაზაზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მშენებლობის კურთხევის ცერემონიას დაესწრნენ და საძირკვლის ჩაყრაში მიიღეს მონაწილეობა.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა ეკლესიას საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით აშენებს.