შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ
05-05-2017

შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ივანე ზურაბაშვილმა ამავე დეპარტამენტის მესამე სამმართველოს ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.

თათბირის დასრულების შემდეგ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა 27 თანამშრომელს და 56 ვადიან სამხედრო მოსამსახურეს მიმდინარე წლის 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის შს მინისტრის მადლობისა და საპატიო სიგელები გადაეცათ.