შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრი რიჰარდ კაზლოვსკი ეწვია. მინისტრმა სააგენტო დაათვალიერა და მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო.
მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს სააგენტოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს. ლატვიის შს მინისტრმა მართვის მოწმობის თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების სისტემები დაათვალიერა. იგი ასევე დაინტერესდა სააგენტოში დაგეგმილი სიახლეებით და განსახორციელებელი გეგმებით.
ვიზიტის დასასრულს სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა სიმბოლური საჩუქარი გადასცა ლატვიის შს მინისტრ რიჰარდ კაზლოვსკის – სანომრე ნიშანი მისი საკუთარი სახელით.