შსს-ს მომსახურების სააგენტო მცხეთა–მთიანეთის რაიონში მდებარე წმ. გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელებს ეწვია.
მომსახურების სააგენტომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადასცა. მათ შორის: სარეცხი მანქანა, ფოტოაპარატები, საკვები, ტანსაცმელი, სათამაშოები და პირადი ჰიგიენის ნივთები.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ ზუბადალაშვილმა პირადად მიულოცა თავშესაფრის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და თითოეულ მათგანს საჩუქრები გადასცა.
სამომავლოდ, შსს-ს მომსახურების სააგენტო სხვადასხვა საჩუქრებით კვლავ დაეხმარება აღნიშნულ სარეაბილიტაციო ცენტრს.