შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის დეპარტამენტმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მზრუნველობამოკლებულ 100 ბავშვს და "112"-ის თანამშრომლების შვილებს მიულოცა.
მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით, "112"-ის ეზოში გაიმართა გრანდიოზული ღონისძიება შოუს ელემენტებით, სადაც თამაშებსა და კონკურსებში უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა მოწვეულმა ბავშვებმა;
სტუმრად მოსულ მოზარდებს ზღაპრის გმირები გაუმასპინძლდნენ. პერსონაჟებმა "112"-ის ეზო რამდენიმე საათით ჯადოსნურ სცენად გადააქციეს. პატარები აღმოჩნდნენ ულამაზეს სამყაროში, სადაც თვითონ იყვნენ საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული თავგადასავლების მონაწილეები.
ბავშვებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო, საპატრულო ეკიპაჟები, გახალისდნენ სახის მოხატვით და "112"-ის ტერიტორია ფერადი ცარცით მოხატეს.
ღონისძიებაზე ბავშვებმა "112"-ისაგან სამახსოვრო პრომო საჩუქრები მიიღეს.
დღის დასასრულს, სტუმარი ბავშვები სპეციალურად გამართულ, ჯგუფ „ნიუტონი“-ს კონცერტს დაესწრებიან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდება. კონცერტი გაიმართება 19:00 საათზე, კუს ტბაზე.