შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით, „წყალდიდობის დროს სამაშველო უნარების სრულყოფის’’ პროგრამის ფარგლებში ოთხდღიანი ტრენინგი ჩატარდა. სწავლებაში თბილისის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს და აჭარის ა/რ-ის მთავარი სამმართველოს წყალზე სამაშველო განყოფილების 25 თანამშრომელი მონაწილეობდა.
ტრენინგზე განიხილეს ჰიდროლოგიის მნიშვნელობა წყალდიდობამდე და სამაშველო ღონისძიებების სტრუქტურული თანმიმდევრობა წყალდიდობის დროს. სწავლებას ფრანგი ექსპერტი ჟან ფედერიკ ბისკო უძღვებოდა.
ტრენინიგის დასასრულს, სწავლების ყველა მონაწილეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და საფრანგეთის საგანგებო და სრუფლებიანი ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა სერთიფიკატები გადასცეს.