შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი და შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და კოალიცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო თანამშრომლების ასპექტები განიხილეს.
მხარეებმა იმსჯელეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და კოალიცია „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ახალი პროექტის მხარდაჭერაზე, რომელიც მობილური ამბულატორიების მიერ რისკის ჯგუფში მყოფი ბენეფიციარების მომსახურებას გულისხმობს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამართალდამცავი ორგანოები ხელს შეუწყობენ ზიანის შემცირების სერვისებისთვის აუცილებელი და ადეკვატური გარემოს უზრუნველყოფას.