შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს რეგიონებში „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლები კატასტროფებზე და საგანგებო სიტუაციებზე რაეგირებისთვის მოამზადეს. მოხალისე-მაშველებმა იმიტირებულ სწავლებაშიც მიიღეს მონაწილეობა. მათ დაზარალებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და სპეციალური აღჭურვილობის გამოყენება შეასწავლეს.
მომზადების კურსი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის მიზანი მუნიციპალიტეტებში ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირებისთვის მოხალისე–მაშველებისგან დაკომპლექტებული ჯგუფების შექმნა და საგანგებო სიტუაციებში მათი მუდმივი მზადყოფნაა.
მოხალისე მაშველთა გადამზადება ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ხორციელდება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით.