შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად დაშავებული მთამსვლელი პავახ პიენკოხსკი მწვერვალ უშბიდან ჩამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, მწვერვალ უშბაზე, 4000 მ სიმაღლეზე დაშავდა პოლონელი ტურისტი და ითხოვს დახმარებას. პოლონელ მთამსვლელთა 5 კაციანი ჯგუფი უშბაზე ერთ-ერთ მარშრუტის გავლის დროს ქვათაცვენაში მოყვა. ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ფეხის ტრამვა მიიღო და მარშრუტის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
შსს-ს სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შემთხვევის ადგილზე ჩაფრინდა და ხუთივე პოლონელი მთამსვლელი მესტიაში ჩაიყვანა. მაშველებმა პავახ პიენკოხსკი მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის დაშავებული მთამსვლელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.