საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროპის პოლიციის კოლეჯის (CEPOL) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების დეპარტამენტის, კოორდინაციისა და დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენელი მარკო ბოლონეზი ეწვია. ვიზიტის მიზანია საერთაშორისო სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პროექტების კოორდინაციის, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის და განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრები ასევე გაიმართა შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს, შსს-ს აკადემიის, საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგებლებთან.
2013 წლიდან CEPOL-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობენ და სტუმრობენ პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავი უწყებების წარმონადგენლებს. პროგრამის ფარგლებში ვიზიტები ხორციელდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კიბერდანაშაული, არალეგალური მიგრაცია, ტრეფიკინგი, სამართალდამცავთა სწავლების სისტემები.