შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეთოთხმეტე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო კომისია იკრიბება სისტემატურად და უზრუნველყოფს მუდმივი ზედამხედველობის განხორციელებას ქვეყანაში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე.
სახელმწიფო კომისია აერთიანებს რელევანტურ უწყებებს, მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრების მიზანს წარმოადგენს საქართველოში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ახალი კანონმდებლობის იმპლემენტაციის, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ტენდენციებისა და მთავრობისთვის წარსადგენი წინადადებების შესახებ დისკუსიის გამართვა და შესაბამის გამოწვევებზე რეაგირება უწყებათშორისი, კოორდინირებული ძალისხმევით.
კომისიის რიგით მეთოთხმეტე შეხვედრაზე კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს დროული საკანონმდებლო ცვლილებები, კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება, პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა, სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი და უწყებათა კოორდინირებული თანამშრომლობა, რაც ერთიანობაში ხელს უწყობს ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის განხორციელებას.