შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული კონსტანტინე ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე, დაკავებულის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას არარეგისტრირებული, ქარხნული წესით დამზადებული, „ნაგანი“-ს სისტემის 2 რევოლვერი, ასევე ქარხნული წესით დამზადებული „ბერეტა“-ს სისტემის პისტოლეტი და 25 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).